დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

საქართველოდან 3 005 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა 26.10.2020 15:56

 

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 1 აგვისტოდან 25 ოქტომბრამდე პერიოდში, 3 005 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 1.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.


აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა თითქმის 8-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 1.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.


მიმდინარე წელს წარმოებული ვაშლის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ 2 894 ტონა. რუსეთის ფედერაციის გარდა, ექსპორტი განხორციელდა ყაზახეთში, სომხეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში,“- ნათქვამია გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ