დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„გრძელდება თავდაცვის სამინისტროს და ჯარის მიმართ ცილისწამებების და დეზინფორმაციების გავრცელება"-ბექა მჭედლიშვილი 26.10.2020 16:36

 

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბექა მჭედლიშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც თავდაცვის სამინისტროს, მისი დღევანდელი მენეჯმენტის და ჯარის მიმართ დაუსაბუთებელი  ცილისწამებების და დეზინფორმაციების გავრცელებაზე საუბრობს. მისი თქმით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდაცვის სამინისტრო გეგმავს "დელტას" და საავიაციო ქარხნის გაყიდვას, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.


გრძელდება თავდაცვის სამინისტროს, მისი დღევანდელი მენეჯმენტის და ჯარის მიმართ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, ცილისწამებების და დეზინფორმაციების გავრცელება, თან სულ ერთი და იგივე ადამიანები არიან ამ დეზინფორმაციების გამავრცელებლები, ვითომ არ ვიცით, ვინ არიან, ვინ კარნახობთ და რა მიზნით...


. ჟურნალისტი, ელისო კილაძე, მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს, თითქოს თავდაცვის სამინისტრო გეგმავს "დელტას" და საავიაციო ქარხნის გაყიდვას, ეს მაშინ, როცა, ბოლო 1 წლის განმავლობაში, ანუ მას შემდეგ რაც თავდაცვის სამინისტროს ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს:


⦿ თავდაცვის ძალების ავიაციის პარკის განახლების პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. ტექნიკის აღდგენის პროექტზე სააქციო საზოგადოება თამთბილავიამშენისადა სსსტცდელტასთანამშრომლები ერთობლივად მუშაობენ. უახლოეს პერიოდში მოხდება სატრანსპორტო შვეულმფრენების მი-8 მტვ, UH-1-ების და სასწავლო სავარჯიშო თვითმფრინავების L-39-ების რეაბილიტაცია და განახლება. უკვე მიმდინარეობს საქართველოს თავდაცვის ძალების ბალანსზე არსებული Su-25 ტიპის თვითმფრინავების და მოიერიშე შვეულმფრენების მი-24-ების კაპიტალური სარემონტო სამუშაოები


⦿ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმადელტამ“ “დელტა ტექსტილიდააფუძნა. სამკერვალო ფაბრიკაში, რომელიც თანამედროვე იტალიური და იაპონური წარმოების სამკერვალო დანადგარებით არის აღჭურვილი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სხვა ძალოვან უწყებებში მომსახურე პირებისთვის მაღალი ხარისხის ზამთრისა და ზაფხულის საველე და ყოველდღიური სამუშაო ფორმები შეიკერება. აქვე მოხდება საბრძოლო ეკიპირების, ინდივიდუალური დაცვისა და განტვირთვის სისტემების, მაისურების, საწვიმარი ლაბადების, საქარე ქურთუკების, პულოვერების, ქუდების, ხელთათმანების, ზურგჩანთების, სანივთე ტომრების და სპორტული ტანსაცმლის სერიული წარმოება.


⦿დელტასსამშენებლო კომპანიამჯარის ქალაქის - Army City“-ის მშენებლობა დაიწყო, სადაც სამხედროები ბინებს 50%-იანი თანადაფინანსებით მიიღებენ, ხოლო დარჩენილი თანხის გადასახდელად მრავალწლიანი, შიდა, უპროცენტო განვადებით ისარგებლებენ. (ჯარისკაცებს კვადრატული მეტრის ფასი დაახლოებით 100 დოლარი იქნება)


⦿ პირველად ისტორიაში საქართველოს თავდაცვის ძალებს სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრდელტასმიერ წარმოებული 40-მდე ერთეული ჯავშანმანქანადიდგორი“, მათ შორისდიდგორი მედევაკიდა მრავალფუნქციური დანიშნულების სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანები გადაეცა.


⦿ სააქციო საზოგადოებათბილავიამშენისტერიტორიაზე საფრენი აპარატების ახალი საამწყობრო საწარმოს შენობა გაიხსნა. რა თქმა უნდა, თავში ნახსენები "ინფორმაცია" არის წმინდა წყლის დეზინფორმაცია და არაფერი საერთო არ აქვს სიმართლესთან. ყველაფერი საუკეთესო ჯარს - ეს არის თავდაცვის სამინისტროს დღევანდელი მენეჯმენტის ამოცანა, რომლის შესრულებაც წარმატებით მიმდინარეობს, იმის მიუხედავად, ვის არ აწყობს ეს და ვის ეჩხირება ყელში ყველა ის რეფორმა და სიახლე, რომელიც სულ რაღაც 1 წელიწადში განხორციელდა თითოეული ჯარისკაცისთვის და მათი ოჯახებისთვის!“- წერს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ