დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ბექა ლილუაშვილი - 17 პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნის შემდეგ ეკონომიკის შენელების ტემპი მნიშვნელოვნად შემცირდა 26.10.2020 16:58

ლოკდაუნის  დროს 17  პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნის შემდეგ ეკონომიკის შენელების  ტემპი მნიშვნელოვნად  შემცირდა. ამის შესახებ  რადიოჯორჯიან თაიმსისეთერში გიორგი ცუცქირიძის გადაცემაშიახალი ეკონომიკა“  პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის  ეკონიმიკის შენელების ტემპი მნიშვნელოვნად შემცირდა და ჩვენი გათვლებით, ამ დროისათვის ის  -1,5_2 %- შეადგენს. „პირველად  კრიზისის პერიოდში  გაიზარდა ექსპორტის მოცულობა; ველოდით დრამატულ სურათს  ფულადი გზავნილების შემცირების  კუთხით, თუმცა ეს“ -  განაცხადა ლილუაშვილმა  და ყოველივე ეს სხვა ფაქტორებთან ერთად, მისი განცხადებით,  იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომდინამიკა, რომელიც  ზრდის ეკონომიკას, არის დამაიმედებელი“.

მან ასევე  ისაუბრა იმაზე, რომ კრიზისულ პერიოდში, სტაბილიზაციაზე  დაიხარჯა მშპ- 7,2 პროცენტი. „ეს შეუძლებელი იქნებოდა  საერთაშოროსო დახმარების გარეშე. საქართველოში პოსტკრიზისული ღონისძიებების მოცულობა რეგიონში ყველაზე მაღალი იყო და  შეფასებებიც ანტიკრიზისული გეგმის 24-ვე პუნქტში, იყო ერთ-ერთი  საუკეთესო,“ -  განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ