დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ბექა ლილუაშვილი - ,,განაცხადის გასაკეთებლად, ძლიერი ეკონომიკაა საჭირო’’ 26.10.2020 17:32

 2024 წელს საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანას გეგმავს.  ევროსტრუქტურაში გაწევრიანებისთვის საქართველოს მთავრობას ამბიციური სამოქმედო გეგმა აქვს და დარწმუნებულია, რომ ამ ოთხი წლის მანძილზე გემის განხორციელებას შეძლებს, როგორც ,,ჯორჯიან თაიმსთან'' საუბარში პრემიერმინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული მუშაობის გარდა მნიშვნელოვანია ეკონომიკური მხარეც, ანუ სახელმწიფომ აქცენტი ეკონომიკურ ზრდაზე უნდა გააკეთოს

 

,,განაცხადის გასაკეთებლად, ძლიერი ეკონომიკაა საჭირო , ამიტომ საჭიროა სახელწეიფომ რესურსი მიმართოს ეკონომიკურ ზრდაზე''

 

ლილუაშვილი თქმით, სიღარიბისა და უმუშევრობის ერთნიშნა ნიშნულზე დაყვანა, ეკონომიკური პარამეტრების 40% მდე ზრდა ანუ 2019 წლის ნიშნულამდე მიყვანა და გაუმჯობესებაც ეს ის კრიტერიუმებია, რომლის შესრულების ამბიციაც  ქართულ ოცნებას აქვს.

 

 ,, ევროკავშირს არ აქვს კონკრეტულად გაწერილი გეგმა, თუ რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს წევრობის მსურველი სახელწიფო, თუმცა, ჩვენს გუნდს აქვს ამბიციური გეგმა და შესაბამისად რესურსიც ქართული ეკონომიკა 2024 წლისათვის მინიმუმ 40 % გაიზარდოს და წევრობისათვის განაცხადიც დასაბუთებულად გავაკეთოთ - აცხადებს ლილუაშვილი

 

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ