დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

„დიდი ალბათობით, ზავი არ შენარჩუნდება და აზერბაიჯანი ამაში სომხურ მხარეს დაადანაშაულებს“ 26.10.2020 19:53

სომხეთის პრემიერ - მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს ესაუბრა და ეჭვი გამოთქვა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნებასთან დაკავშირებით.

 

„გასაგებია, რომ კიდევ ერთხელ გახდა შეუძლებელი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნება. არ ვიცი, როგორი იქნება მისნკის ჯგუფის რეაქცია, მაგრამ სომხური მხარე ბევრს აკეთებდა ზავის დასაცავად და თავდაცვის არმია იყო თავშეკავებული. თუმცა, დღის მეორე ნახევარში შეგვიძლია იმის კონსტატირება, რომ ზავის შენარჩუნება ვერ მოხერხდა“ , - განაცხადა ფაშინიანმა. მისი თქმით, მაიკ პომპეოს განუცხადა, რომ მისი პროგნოზით, დიდი ალბათობით, ზავი არ შენარჩუნდება და აზერბაიჯანი ამაში სომხურ მხარეს დაადანაშაულებს. „მაგრამ ძირითადი კითხვა იყო: თუკი ზავი არ შენარჩუნდება, როგორ დავადგეთ დამნაშავეს და რა შედეგები მოჰყვება ამას დამრღვევისთვის“, - განაცხადა ფაშინიანმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ