დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

„საქართველოს ბანკზე“ სავარაუდო თავდამსხმელი 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა 26.10.2020 19:56

შს მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, „საქართველოს ბანკზე“ სავარაუდო თავდამსხმელი 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა. 

 

ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა სოფელ ალერტკარში მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც „პრაიმტაიმის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, „საქართველოს ბანკზე“ სავარაუდო თავდამსხმელის, ბადრი ესებუას მამა შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგდა გამოიძახეს, რის შემდეგაც ტარიელ ესებუას სამედიცინო დაწესებულებაში წაიყვანეს.  მეზობლების თქმით, ტარიელ ესებუას სამედიცინო დახმარება გაუწიეს, რის შემდეგაც ის კვლავ სახლში მოიყვანეს.

 

ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა კი განმარტავს, რომ მისი ძმა კომენტარს თავად გააკეთებს, თუმცა ოჯახმა კვლავ არ იცის, სად იმყოფება ის ამჟამად.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ