დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„მედიით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბრალდებული დააკავეს და გაექცათ, არის დიდი სიცრუე“ 26.10.2020 20:07

ბადრი ესებუას სახლში სამართალდამცველები მუშაობენ. ადგილზე მობილიზებულები არიან საპატრულო პოლიციის წევრები და სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებიც. რვა საათზე ბრიფინგი გამართა შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძე. მისი განცხადებით, მედიით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დამნაშავე დააკავეს და გაექცათ, არის დიდი სიცრუე.  

 

ცნობისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს დაესხა. შენობაში მძევლად აიყვანა 19 ადამიანი, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა.

აღსანიშნავია, რომ 4 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც. მოგვიანებით თავდამსხმელმა გალდავა და მასთან ერთად აყვანილი მძევლებიც გაათავისუფლა. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ