დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

„თუ შევაგროვებთ მტკიცებულებებს, რომ კონკრეტული პირი დანაშაულებრივ ალიანსში იმყოფებოდა თავდამსხმელთან, ამ ადამიანზეც ვიმსჯელებთ“ 26.10.2020 20:20

შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბადრი ესებუას ადგილსამყოფელთან დაკავშირებით შსს-ს დაზუსტებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვს. ვლადიმერ ბორცვაძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში ბრიფინგზე განაცხადა, მიმდინარეობს აქტიური სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები როგორც დამნაშავის დასაკავებლად, ასევე მისი თანამზრახველების გამოსავლენადაც.

 

„საგამოძიებო-საპოლიციო ღონისძიება არ ტარდება მხოლოდ პიროვნების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები ასევე ტარდება სხვადასხვა მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, შესაბამისად, სხვადასხვა ლოკაციებზე საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ემსახურება დანაშაულის ჩამდენი პირის როგორც ადგილსამყოფელის დადგენას, ასევე გარკვეული მტკიცებულებების მოპოვებას. თუ ჩავთვლით საჭიროდ მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას სხვადასხვა კერძო საკუთრებაში, ამას გავაგრძელებთ“,- აღნიშნა მან.

 

ამასთან ბორცვაძემ აღნიშნა, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია დავით ხვიბლიანთანაც და ასეთი მოქმედებები კიდევ ჩატარდება. „ჩვენ თუ შევაგროვებთ მტკიცებულებებს, რომ კონკრეტული პირი დანაშაულებრივ ალიანსში იმყოფებოდა თავდამსხმელთან და შევკრავთ ამ მტკიცებულებებით შესაბამის სტანდარტს კონკრეტულ პირთან მიმართებაში, რომ იგი იყო შემსრულებელი, ეხმარებოდა ამ დანაშაულის ჩადენაში, რა თქმა უნდა, ამ ადამიანების მიმართაც ვიმსჯელებთ“, - განაცხადა ბორცვაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ