დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

"ქართული ოცნება" - 55%, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 22 % - "Survation-ის" ბოლო კვლევა 26.10.2020 22:08

"დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას" - სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" დღეს ბოლო კვლევას ასაჯაროებს, რომელიც პოლიტიკური პარტიების არჩევნების წინა რეიტინგს ასახავს. "Survation-ის" კვლევის შედეგები ასეთია:

 

მთავარი კითხვა: დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?



"ქართული ოცნება" - 55%

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 22 %

"გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი" - 5%

"ლელო" - 4%

"ევროპული საქართველო" - 4%

"პატრიოტთა ალიანსი" - 3%

"გირჩი" - 2%

"ლეიბორისტული პარტია"  -2%

სხვა პარტიებს ხმას აძლევს - გამოკითხულთა 3%.

 

 

კითხვაზე, დარწმუნებული ხართ, რომ სწორედ თქვენ მიერ დასახელებულ პარტიას დაუჭერთ მხარს?

ამაში სრულიად დარწმუნებულია - 70%

მეტ-ნაკლებად დარწმუნებულია - 24%

მხოლოდ მცირედ ვარ დარწმუნებული  - 3%

და სრულიად არ ვარ დარწმუნებული  - 3%

 

ბრიტანულმა ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანია "Survation-მა ", რომელიც "რუსთავი 2-ის" დაკვეთით არჩევნების დღეს ეგზიტპოლს ჩაატარებს, ამჯერად 1 210 რესპოდენტი გამოკითხა. საველე სამუშაოები ჩატარებულია 16-20 ოქტომბერს და მისი ცდომილება 3.5 მეათედი პროცენტია. ეს არის ყველაზე ახლო კვლევა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ