დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

«Star» - ჩვენ თვალს ვადევნებთ თურქეთის მიღწევებს 22.10.2020 15:18

თურქულ გაზეთ «Star»-ში სათაურით „ჩვენ თვალს ვადევნებთ თურქეთის მიღწევებს“ გამოქვეყნებულია სტატია, რომელშიც გადმოცემულია ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კონსულის გელა ჯაფარიძისა და მისი მოადგილის გიორგი ყუშიტაშვილის შეხვედრის შესახებ ქალაქ ორდუს მერთან მეჰმედ ჰილმი გიულერთან.

 

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, მხარეებმა თურქეთ-საქართველოს ურთიერთობის ირგვლივ ისაუბრეს.

 

მეჰმედ ჰილმი გიულერი თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი იყო 2002-2009 წლებში და მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი სამხრეთკავკასიური ნავთობ- და გაზსადენების ინფრასტრუქტურის განვითარებაში. მან საქართველოს გენერალურ კონსულთან შეხვედრაზე სწორედ ეს ფაქტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ენერგოპროექტების რეალიზებას ორივე მხარისათვის სარგებლობა მოაქვს.

 

„მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით. საქართველო ჩვენი მეზობელია, ჩვენთან ბევრი ქართული წარმომავლობის მოქალაქე ცხოვრობს, ამიტომაც ჩვენ ახლოს ვიცნობთ ქართულ კულტურას. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც გავაღრმავებთ თანამშრომლობას კულტურის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროში“, - განაცხადა ორდუს მერმა.

 

გელა ჯაფარიძის თქმით, თურქეთმა და საქართველომ მრავალი ერთობლივი პროექტის რეალიზება წარმატებით მოახდინეს, რაც ორი მეზობელი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობის დამადასტურებელია. „ჩვენ თვალს ვადევნებთ თურქეთის წარმატებებს. დღეს ორდუში რომ ჩამოვედით, ქალაქი ისე შეცვლილა, რომ ვეღარ ვიცანით - აშკარაა, რომ ძალიან დიდი სამუშაოები მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის აღსადგენად, რაც წარმატებით ხორციელდება. ჩვენთვის ეს სასიხარულოა, თურქეთი ხომ ჩვენი მოძმე სახელმწიფოა“.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://www.star.com.tr/guncel/japaridze-turkiyenin-basarilarini-takip-ediyoruz-haber-1581743/

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ