დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში ბადრი ესებუას ახლობლების გამოკითხვა მიმდინარეობს 27.10.2020 00:43

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში ცოტა ხნის წინ ბადრი ესებუას ახლობლები მიიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მათ შორის არიან ბადრი ესებუას დეიდა და ბიძა და მათი გამოკითხვა მიმდინარეობს. მანამდე მათ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის ოპერაცია ჩატარდა. პოლიციის სამმართველოსთან იმყოფებოდნენ ბადრი ესებუას ახლობლები. მათი ინფორმაციით, ბადრი ესებუას ნათესავი ტრისტან ჯანაშია ასევე გადმოიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. ახლობლები ამბობენ, რომ ჯანაშიას სახლში სამართალდამცველები იმ დროს შევიდნენ, როდესაც არავინ იმყოფებოდა და კარი შეამტვრიეს. რაც შეეხება „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმას, ბრალდებულ ბადრი ესებუას ახლობლები მის უდანაშაულობაში დარწმუნებულები არიან. ასევე აცხადებენ, რომ ბადრი ესებუა 21-22 ოქტომბრის შემდეგ არ უნახავთ, ხოლო 21 ოქტომბერს ის შუადღისას წავიდა კლინიკაში.

 

დღეს საღამოს საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ბადრი ესებუას სახლშიც, გამოკითხვაზე გადაიყვანეს ესებუას მამა, ძმები და რამდენიმე ნათესავი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ