დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება 27.10.2020 10:09

 

 

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ იცავენ. ოფიციალური ბაქოს ცნობით, 27 ოქტომბერს ღამით აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ფრონტის ხაზის სხვადასხვა მიმართულებით უტევდნენ.  


„საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა ხოჯავენის, ფიზულისა და გაბუდლის მიმართულებით. აზერბაიჯანის არმიამ გაანადგურა სომხეთის შეიარაღებული ძალების 18-ე მოტომსროლელი დივიზიის სამეთაურო პუნქტი. მოკლულებს შორის არის დივიზიის მეთაური. განადგურებულია ასევე სამხედრო ტექნიკა“, – განაცხადეს აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.


სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომ მოიპოვეს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანის არმია  თურქულ ავიაგამანადგურებლებს, „ეფ-16“-ებს იყენებს.


 

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი,  სიტუაცია  დაძაბულია. მათი ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები დასახლებულ პუნქტებს ცეცხლს უხსნიან.


 

აშშ-ის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ერთობლივი განცხადებით, მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული ზავი 26 ოქტომბრის დილის 08:00 საათიდან ამოქმედდა. თუმცა, იმავე დღეს საბრძოლო მოქმედებები განახლდა. 

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ