დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

სერგეი ლავროვი: ვაშინგტონი და ევროკავშირის დედაქალაქები ცდილობენ რუსეთის განვითარება შეაჩერონ 27.10.2020 10:38

დასავლეთი მოსკოვის დასჯას მისი დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გამო ცდილობს, ბოლო დროს კი შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის დედაქალაქმა რუსეთის განვითარების შეფერხების მიზნით ძალისხმევა გააორმაგეს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ხორვატიულ გაზეთ Vecernji List- თან ინტერვიუში განაცხადა.

 

„სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ბოლო დროს ვაშინგტონმა და ევროკავშირის რიგმა დედაქალაქებმა გააორმაგეს თავიანთი ძალისხმევა, რომ შეაჩერონ რუსეთის განვითარება; ისინი ცდილობენ დაგვსაჯონ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკისთვის, ჩვენი ეროვნული ინტერესების თანმიმდევრულად დაცვისთვის, ”- განაცხადა ლავროვმა.

 

მისი თქმით, თავიანთი ქმედებების გასამართლებლად დასავლეთის ქვეყნები რუსეთს „უსაფუძვლო ბრალდებებს“ უყენებენ.

 

„თავიანთი ქმედებების, მათ შორის ანტირუსული სანქციების გასამართლებლად, დასავლეთის სახელმწიფოები ფაქტებისა და მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე რუსეთს ბრალდებებს უყენებენ და ცილს წამებენ,“- განაცხადა ლავროვმა.

 

მისი თქმით, რუსეთის ყველა შეთავაზება დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით დასავლეთის მხრიდან რეაგირების გარეშე რჩება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ