დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ამერიკელ კონგრესმენს მიაჩნია, რომ პარტიები "კონკურენტულ არჩევნებს" ჩაატარებენ 27.10.2020 11:17

ამერიკის კონგრესს საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მოლოდინი აქვს. ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა დევიდ პრაისმა "ამერიკის ხმას" განუცხადა. წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიის პარტნიორობის პროგრამის თანათავმჯდომარის თქმით, კონგრესში იმედი აქვთ, რომ "საპარლამენტო არჩევნები საქართველოში იქნება თავისუფალი და სამართლიანი და რომ შედეგები ქვეყანაში ლეგიტიმურად მიჩნეული და აღიარებული იქნება".

 

ამერიკელ კონგრესმენს მიაჩნია, რომ პარტიები "კონკურენტულ არჩევნებს" ჩაატარებენ, რომლის შემდეგაც შესაძლოა პარლამენტში ძალები პროპორციულად გადანაწილდეს.

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ