დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

პრემიერის განცხადებით, მთავრობა 2021-2024 წლებში ინფრასტრუქტურულ პროექტებში 20 მილიარდ ლარს დახარჯავს 27.10.2020 11:29

 

 

„მთავრობა ვალდებულია, ყოველდღიურად მაქსიმალურად გაათანაბროს ცხოვრების პრაქტიკული პირობები თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის იმისდა მიუხედავად, თუ სად ვცხოვრობთ - თბილისში, ბათუმში, წალენჯიხაში, ზუგდიდში თუ თელავში, ამას არ უნდა ჰქონდეს არანაირი მნიშვნელობა,“ - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, წალენჯიხაში გააკეთა, სადაც საქართველოში განხორციელებული გაზიფიცირების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

 

გიორგი გახარიას განცხადებით, 2012 წლიდან 2020 წლამდე საქართველოს მთავრობამ სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში კაპიტალური ხარჯების სახით დახარჯა 23 მილიარდი ლარი. ხოლო მომავალი ოთხი წლის განმავლობაში 2021-2024 წლებში ინფრასტრუქტურულ პროექტებში მთავრობა 20 მილიარდ ლარს დახარჯავს.


„2021-2024 წლებში ინფრასტრუქტურულ პროექტებში მთავრობა 20 მილიარდ ლარს დახარჯავს, ანუ ორჯერ უფრო მეტს. ეს ის ფულია, რომელიც მოხმარდება გზებს, გაზის გაყვანილობას, წყალს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს, ყველაფერ იმას, რამაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება სულ უფრო და უფრო უნდა  დააახლოოს ევროპულ სტანდარტებთან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ