დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

1 824 შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 712 შემთხვევა 27.10.2020 11:44

 

 

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა კორონავირუსის დღევანდელ სტატისტიკაზე განცხადება გააკეთა. მისი ინფორმაციით, 1 824 ახალი შემთხვევიდან 712 თბილისში გამოვლინდა.


„დღეს გამოვლენილი 1 824 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 712 ახალი შემთხვევა, აჭარა - 545, იმერეთი - 305, ქვემო ქართლი - 48, შიდა ქართლი - 56, გურია - 24, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 63, კახეთი - 23, მცხეთა-მთიანეთი -22, სამცხე-ჯავახეთი - 22,  რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.“- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 19 231, მათგან 3 847 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.


„მათ შორის,  თბილისის საავადმყოფოებში - 1 958, აჭარაში - 654; მძიმე პაციენტი - 482, მათ შორის, თბილისში - 238, აჭარაში - 76. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე - 105 პირი - მათ შორის, თბილისში - 61, აჭარაში - 23. 2 238 პირი  არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 186 - აჭარაში, ხოლო 786 - თბილისში; 13 146 მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 757 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 752, აჭარაში-1 926,“- განაცხადა სიჭინავამ.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 30 303 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 11 370, გარდაიცვალა 215 პაციენტი.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ