დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ნათია თურნავა: ჩვენი ძალისხმევა ძირითადად რეგიონების გაზიფიცირებისკენაა მიმართული 27.10.2020 11:54

ეს დღე ისტორიულია წალენჯიხისთვის იმიტომ, რომ ისტორიაში პირველად, აქ შემოვიყვანეთ ბუნებრივი აირი, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ წალენჯიხაში განაცხადა, სადაც საქართველოს გაზიფიცირების გაწეული სამუშაოების ანგარიშისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაციას იმართება.

 

მინისტრის თქმით, უახლოეს თვეებში გეგმის თანახმად, კიდევ 13 თემის და 49 სოფლის გაზიფიცირება დასრულდება და წალენჯიხის მუნიციპალიტეტი შესაბამისი ინფრასტრუქტურით 100%-ით დაიფარება.

 

„მინდა წალენჯიხას ეს ისტორიული დღე მივულოცო. ეს დღე ისტორიულია წალენჯიხისთვის იმიტომ, რომ ისტორიაში პირველად აქ შემოვიყვანეთ ბუნებრივი აირი. წინა წლებში აქ არასდროს მომხდარა გაზიფიკაცია და ეს შედეგი გვაქვს დაპირებისამებრ. მთლიანი ბიუჯეტი, რომელიც ამ პროექტში იხარჯება 240 მილიონი ლარია. 2012 წლის შემდეგ ჩვენმა გუნდმა კარდინალურად შეცვალა მიდგომა გაზიფიცირების მიმართ. დღემდე დამატებით 312 000 ოჯახში შევიდა გაზი. თუ მანამდე აქცენტი თბილისზე კეთდებოდა, ჩვენი ძალისხმევა ძირითადად რეგიონების გაზიფიცირებისკენაა მიმართული და პრაქტიკულად 2-ჯერ და მეტად გაიზარდა რეგიონებში გაზიფიცირება“,-განაცხადა თურნავამ.

 

მინისტრის თქმით, 2021 წლის ბოლომდე საქართველოში სრულად იქნება გაზიფიცირებული 1 400 000-მდე ოჯახი, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია ჩვენი ქვეყნის რელიეფის გათვალისწინებით.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ