დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„ევროპული საქართველოს“ კვლევის თანახმად, „ქართულ ოცნებას“ - 27.3%, „ნაცმოძრაობას“ - 18.5%, „ევროპულ საქართველოს“ - 11.7% უჭერს მხარს 27.10.2020 12:24

„ევროპულმა საქართველომ“ 19-25 ოქტომბრის კვირაში, მთელი საქართველოს მასშტაბით პირისპირ გამოკითხვის გზით, 2800 ადამიანის სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, კვლევის მიხედვით ნედლი პარტიული რეიტინგები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ - 27.3 %, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 18.5 %“, „ევროპული საქართველო“ - 11.7 %, „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 5.3 %, „ლელო“ - 5.1 %, „ლეიბორისტული პარტია“ - 4.1 %, „გირჩი“ - 4.03 %, „ერთიანი საქართველო“ - 3.01 %, „გამარჯვებული საქართველო“ - 2.1 %, „მოქალაქეები“ - 1.9 %, „პატრიოტთა ალიანსი“ - 1.4 %, „სხვა პარტიები“ - 2.3 %, არ გადამიწყვეტია/უარი პასუხზე - 13.26 %.

 

კვლევაში ცდომილება 3%-ია.

 

„ამ კვლევიდან ძალიან კარგად ჩანს ის მდგომარეობა, რომელიც დღეს რეალურადაა ქვეყანაში. მოსახლეობა გარდამტეხი ცვლილებების მოლოდინშია, ხოლო „ქართულ ოცნებას“ ამ არჩევნების გამარჯვების შანსი არ აქვს”, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კითხვაზე, "რა მიმართულებით ვითარდება ქვეყანა?" შედეგები ასე განაწილდა: არასწორი მიმართულებით - 65.5% სწორი მიმართულებით - 30.4 % არ ვიცი/უარი პასუხზე - 4.1%.

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ