დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

სერგი კაპანაძე: შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის მოვალეობებს თავს ვერ ართმევს 27.10.2020 12:40

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ის, რომ ამ დრომდე „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი პირი დაკავებული არ არის, „მანიშნებელია იმის, თუ როგორი ჩამოქცეულია სახელმწიფო ინსტიტუტები“.

 

კაპანაძის განცხადებით, აღნიშნული მეტყველებს იმაზეც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის მოვალეობებს თავს ვერ ართმევს.

 

„ესებუასთან დაკავშირებული საგა და დევნა ადამიანის, რომელმაც გაიტაცა ბანკი, გაიტანა ფული, აიყვანა ტყვეები და ამ დღეების განმავლობაში მისი ვერდაკავება არის სერიოზული მანიშნებელი იმისა, თუ როგორი ჩამოქცეულია სახელმწიფო ინსტიტუტები და როგორ ვერ ართმევს თავის მოვალეობებს თავს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ვერც პოლიტიკური ხელმძღვანელობა. ის, რომ ინფორმაცია ჟონავს მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან, ასევე ის, რომ პრაქტიკულად მათ უწევთ მედიაზე თავდასხმა და ოპოზიციურად განწყობილ ტყვეებზე თავდასხმა, კარგად მეტყველებს იმაზე, როგორი მძიმე მდგომარეობა აქვს ქვეყანაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში და ზოგადად, მთავრობაში ბიძინა ივანიშვილს”, - განაცხადა კაპანაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ