დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

„კლანი უნდა წავიდეს", „არა, სასამართლოს ოკუპაციას", - ამ ლოზუნგებით ეკა ბესელია აქციას მართავს 27.10.2020 12:44

„კლანი უნდა წავიდეს", „ნუ წაგვართმევ მომავალს", „არა, სასამართლოს ოკუპაციას", „წარსულს ვაბარებთ ჯალათებს", - ამ ლოზუნგებით მცხეთის რაიონულ სასამართლოსთან პარტია „სამართლიანობისთვის" ლიდერი ეკაბესელია აქციას მართავს.

 

როგორც ბესელია განმარტავს, სასამართლო მმართველი პარტიის მიერ არის ოკუპირებული.

 

„ეს არჩევნების წინ ბოლო გამაფრთხილებელი აქციაა სასამართლოს კლანის გასაგონად. არჩევნების თარიღი ამ ქვეყანაში ყველა მანკიერი მოვლენის ცვლილების თარიღია. არჩევნებთან და ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად სასამართლოში არსებული კლანი უნდა შევცვალოთ. შეუძლებელია თავისუფალი სასამართლოს გარეშე, შეუძლებელია ადამიანებმა თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლოს რეალიზების გარეშე მიაღწიონ საკუთარი უფლებების დაცვას.

 

ჩვენ სიმბოლურად მცხეთის რაიონული სასამართლო ავირჩიეთ, რომელიც განასახიერებს მთლიანობაში უსამართლო სასამართლოს ქვეყანაში. დღეს სასამართლო ხელისუფლებას მართავს კლანი და პოლიტიკური გუნდი, მმართველი პარტია საკუთარი გავლენის ქვეშ ამყოფებს სასამართლოს ხელისუფლებას. მინდა თითოულ მოქალაქეს ვუთხრა, 31 ოქტომბერი არის არჩევანი წარსულსა და მომავალს შორის, თავისუფლებასა და ოკუპაციას შორის, სასამართლო დღეს მმართველი პარტიის მიერ არის ოკუპირებული. ამიტომ, გვინდა ის მანდატი, რასაც ხალხისგან ველოდებით, მივიღოთ იმისთვის, რომ სასამართლო გახდეს თავისუფალი. 31 ოქტომბერი არის, როგორც ხელისუფლების ცვლილების, ასევე სასამართლოს ხელისუფლების კლანისგან განთავისუფლების დრო", - განაცხადა ბესელიამ.

 

აქციის მომაწილეებმა სიმბოლურად მწვანე კვამლიც გაუშვეს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს პარალელურად, აქცია ორი ქალაქის - ბათუმისა და ფოთის რაიონულ სასამართლოებთანაც მიმდინარეობს.

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ