აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები გიუმრის რუსული სამხედრო ბაზიდან პერიოდულად მარაგდება. ეს განცხადება ალიევმა იტალიურ ტელეკომპანია „რაი 1“-თან ინტერვიუში გააკეთა.
ამასთან, მან სიცრუე უწოდა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საომარ მოქმედებებში თურქი სამხედროები მონაწილეობენ.
„ის, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თურქული „F-16“-ის ტიპის თვითმფრინავებია განლაგებული, იმის შედეგია, რომ კონფლიქტის დაწყებამდე ჩვენთან ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩატარდა. ჩვენ არ ვსაუბრობთ, რამდენი რუსული „Mig-29“ და „Su-30“ იმყოფება სომხეთის ტერიტორიაზე. არ ვსაუბრობთ, რომ გიუმრის ბაზაზე 5 000 რუსი ჯარისკაცი იმყოფება და იქედან სომხეთის არმიისთვის პერიოდულად შეიარაღების განთავსება ხდება “ – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს დაიწყო.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge