მთავრობა ბიზნესის წარმომადგენლებთან და შეხვედრას არჩევნების შემდეგაც გეგმას კვლავ შეეხება იმ დახმარებებსა და ღონისძიებების პაკეტს, რომელსაც ბიზნესი კრიზისიდან გამოსასვლელად მოითხოვს. ,,ჯორჯიამ თაიმსთან'' საუბარში პრემიერ მინისტრის ეკონომიკური მრჩეველი ბექა ლილუაშვილი აცხადებს რომ
მთავრობა ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრას არჩევნების შემდეგ გეგმას, ბიუჯეტში კი საკმარისადაა იმის რესურსი, რომ წერტილოვანი დახმარებები განხორციელდეს
,,ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ შეცდომები დავუშვათ, ახლა არჩევნების რეჟიმში ვართ, ეს პერიოდი გადაივლის ბიზნესთან კონსულტაციებს დავიწყებთ. ბიუჯეტში საკმარისი, რესურსია იმისათვის, რომ დახმარებები ვუზრუნველყოთ’’- აცხადებს ლილუაშვილი
რაც შეეხება, სესხების გადავადების თემას,ლილუაშვილის თქმით, საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელმაც ბანკებთან შეთანხმებას მიაღწია,სესხები გადავადდა და შესაბამისად ,,ხანძარი ჩავაქრეთ’’
,,ახლა ეკონომიკაში არ არის შეზღუდვები, სახელმწიფომ ბიზნესის დახმარების რამდენიმე პროგრამა შეიმუშავა, რომლითაც სარგერბლობა ყველას შეუძლია. შესაბამისად, საკრედიტო ვალდებულებების გადავადება აღარ მოხდება- დასძენს ბექა ლილუაშვილი
ავტორ(ებ)ი : geotime.ge