დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

სერგო რატიანი: ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული ზეწოლა მიმდინარეობს 27.10.2020 13:40

„ევროპული საქართველოს“ საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სერგო რატიანი ხელისუფლების მხირდან წინაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობს.

 

მისი თქმით, ხელისუფლება აქტიურად ახდენს ზეწოლას სხვადასხვა ინტერეს ჯუფებზე, მათ შორის ბიზნესზე, სკოლის დირექტორებსა საჯარო მოხელეებზე.

 

„ხელისუფლების მხრიდან მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი, ორგანიზებული კამპანია, ზეწოლა, ფაქტობრივად ყველა ინტერეს-ჯგუფზე. ეს ინტერეს ჯგუფებია პირველ რიგში ადამიანები, რომლებიც დასაქმებული არიან საჯარო სექტორში, განსაკუთრებით დიდი ზეწოლაა მასწავლებლებზე. ჩემს კამპანიაში არიან ადამიანები, რომლებსაც პირადად უთვლიან მუქარებს. გარდა ამისა, იცით, რომ საქართველოში, ფაქტობრივად, არ გვეყოლება არჩეული დირექტორები და ყველა დირექტორი არის დანიშნული. იმ ნაწილს, ვინც მათთვის სასურველი არ არის, პირდაპირ ათავისუფლებენ, საჯარო მოხელეები უბრალოდ ხმას ვერ იღებენ და ვერ გამოდიან შეხვედრებზე, თუმცა ბევრი მათგანის გზავნილია, რომ ისინი მაინც არ მისცემენ ხმას ხელისუფლებას. აღარ არის საუბარი მოსყიდვებზე და პირდაპირ ფულის გადაცემაზე. ასევე, ბიზნესზე არის ძალიან სერიოზული და მძიმე ზეწოლა. ამ კამპანიაში ჩართულია კრიმინალი და ის კრიმინოგენული ვითარება, რაც ქვეყანაშია შექმნილი, გარკვეულწილად არის ბმაში იმასთან, რომ პოლიციელები, სამართალდამცავები ხედავენ, რომ ხელისუფლებას მოკავშირედ გვერდით უდგას კრიმინალი”, - განაცხადა რატიანმა. აღნიშნულ კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ