14:03 27.10.2020
წულუკიანი - ,,მე ყველაზე მეტად იმაზე მეცინება, რომ ის სოსო ჯაჭვლიანი, რომელსაც იბიარდის ეძახდით ახლა შეგიყვარდათ''  

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი და გადამდგარი იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი სოსო ჯაჭვლიანის პარტიიდან წასვლას ეხმიანება და ამბობს, რომ უნახავს სვანი კაცები, მაგრამ ამდენი ემოცია არც ერთში. "ძალიან სამწუხარო სანახავი იყო, რომ სოსო ჯაჭვლიანი სწორედ იმ ხალხთან მივიდა წყენის გამოსახატად, რომელმაც მისივე მონაწილეობით აქცია ისე დაარბია, რომ სისხლის გუბეები დააყენა.

 

სწორედ ასეთ ხალხთან გამოავლინა ბატონმა სოსომ თავის ხვაშიადი. მე სვანებში გავიზარდე და მინახავს სვანი კაცები, თუმცა ამდენი ემოცია არც ერთში. ის, როგორც ჩანს, არის ნაწყენი, მაგრამ გადაუვლის. მე ყველაზე მეტად იმაზე მეცინება, რომ ის სოსო ჯაჭვლიანი, რომელსაც იბიარდის ეძახდით და ღიად დასცინოდით, ახლა უცბად შეგიყვარდათ", - ამბობს წულუკიანი. 

 

შეგახსნებთ, გუშინ "მთავარი არხის" გადაცემაში, "ღამის მთავარი" სოსო ჯაჭვლიანმა, თქვა, რომ მან "ოცნება" დატოვა. ჯაჭვლიანმა პარტიას "ზონდერ ბრიგადა" უწოდა. 




ავტორ(ებ)ი : geotime.ge