დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

გიორგი გახარია ზუგდიდში ჩავიდა 27.10.2020 14:22

პრემიერ-მინისტრი ზუგდიდშია. გიორგი გახარია ამ წუთებში გუბერნიაში იმყოფება, სადაც სავარაუდოდ საქმის შესახებ, დეტალურ ინფორმაციას შინაგან საქმეთა მინისტრისგან ისმენს. 

 

უკვე 6 დღეა რაც ბადრი ესებუას ეძებენ, თუმცა საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდასხმასა და ტერორიზმში ბრალდებულის კვალს ჯერ ვერ მიაკვლიეს. 

 

32 წლის ბადრი ესებუას საპოლიციო ძალები ყველა მიმართულებით ეძებენ. შს სამინისტრომ გუშინ, დღის ბოლოს დაადასტურა, რომ ესებუა სწორედ ის პიროვნებაა, რომელსაც ზუგდიდში, საქართველოს ბანკში მძევლების აყვანაში ადანაშაულებენ.

 

ბანკზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება ტერორიზმის მუხლით მიმდინრეობს. საუბარია კონკრეტულად სამ მუხლზე, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ