დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ბადრი ესებუას მამა ტარიელ ესებუა აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა 27.10.2020 15:06

 

 

„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდამსხმელის ბადრი ესებუას მამა ტარიელ ესებუა აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა. ესებუას თქმით,  მისი შვილი ამ დღეებში ყველაფერს იტყვის.   


„ხვალ ველოდები ჩემს შვილს, თბილისშია, ვიცი. ტელეფონი გათიშული აქვს. ბოლოს შვილს რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე. არ ვიცი სად იყო და სად არა. თბილისში უნდა წასულიყო. ბევრი არაფერი გვილაპარაკია“, - განაცხადა ტარიელ ესებუამ. მისი თქმით, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი მის შვილს არ ჰგავს.  

 

შსს-ს ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ