დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

ეკა ბესელია - ჩვენ გვჭირდება  სასამართლო და არა ერთი კაცის სამართალი  27.10.2020 15:20

სასამართლო სისტემის  რეფორმირების მოთხოვნით დღეს  მცხეთაში, ფოთსა და ბათუმში პარტია „სამართლიანობისათვის“ ორგანიზებით  გაიმართა აქცია „კლანი უნდა წავიდეს". როგორც   „ჯორჯიან თაიმსს“ პარტიის ლიდერმა  ეკა ბესელიამ განუცხადა, სასამართლო მმართველი პარტიის მიერ არის ოკუპირებული და მის გასათავისუფლებლად გვჭირდება  ხალხის მანდატი.

 

„31  ოქტომბერი არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ  სასამართლო ხელისუფლების  ცვლილებების თარიღი უნდა გახდეს. ეს არჩევნების წინ ბოლო გამაფრთხილებელი აქციაა სასამართლოს კლანის გასაგონად. შეუძლებელია ადამიანებმა თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლოს რეალიზების გარეშე მიაღწიონ საკუთარი უფლებების დაცვას,“ - განაცხადა  ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, ჩვენი მიზანია გამართული სისტემა  და  ამ სისტემის ინსტიტუციური   მართვა და არა ერთი კაცის  სამართალი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ