დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

გომელაური-"ბრალდებულს ერთი კვირა კი არა შეიძლება ერთი თვე ვდიოთ'' 27.10.2020 15:22

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისრტმა ზუგდიდში განაცხადა, რომ საქართველოს ბანკის საქმეზე ტერორიზმის მუხლით ბრალდებულის დაკავებას შესაძლოა 1 თვეც დასჭირდეს.

 

"ბრალდებულს ერთი კვირა კი არა შეიძლება ერთი თვე ვდიოთ, ეგ არანაირი პრობლემა არ არის", - ამის შესახებ, ვახტანგ გომელაურმა "მთავარი არხის" ჟურნალისტს განუცხადა.

 

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს, "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

 

გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

 

შსს-ს ინფორმაციით, ,,საქართველოს ბანკზე", შეიარაღებული თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია და ის 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა.

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ