დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ცესკო - თვითიზოლაციაში მყოფი პირები, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, აქტიურად გადიან რეგისტრაციას 27.10.2020 15:45

ცესკო აცხადებს, რომ  თვითიზოლაციაში მყოფი პირების მხრიდან  საარჩევნო პროცესებში ჩართვის სურვილი მქონე პირები აქტიურად მიმართავენ  საინფორმაციო ცენტრს.  როგორც რადიოჯორჯიან თაიმსისეთერში ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ განაცხადა პროცესი, რომელიც დღეს 18:00 საათამდე  გაგრძელდება,  მაღალი აქტივობით  გამოირჩევა. „ჩვენ მზად ვართ ყველა, ვისაც  აქვს უფლება მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, ვუზრუნველვყოთ ამ უფლებით,“ -  განაცხადა  შარაბიძემ.

მისი თქმითუკვე ცნობილია დაახლოებით  იმ პირების რაოდენობა, ვინც  გააკეთა განაცხადი, თუმცა, ჯერ უნდა მოხდეს მსურველების გადანაწილება უბნებზე და  მათი მიბმა ერთიან საარჩევნო სიასთან.

 რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება ხელს შეუშლის იმ პირების რეგისტრაციას, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილი, გიორგი შარაბიძე აცხადებს, რომ ის როგორც  საარჩევნო ადმინისტრატორი ვერ  შეაფასებს პოლიტიკურ განცხადებებს ვერც ოპოზიციის და ვერც  ხელისუფლების  მხრიდან.

ცესკო პროცედურულად მიჰყვება კანონისა და საერთაშორისო სტანდარტებით   არსებულ  სულისკვეთებას“ -  განაცხადა მან და დასძინა, რომ  პანდემიის  გარეშეც, სხვა შემთხვევაშიც არსებობდა ნორმა, როცა არჩევნებამდე გარკვეული  ხნით ადრე, რეგისტრაცია  წყდება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ