დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

,,კორონავირუსის უსიმპტომო შემთხვევებში, ანტისხეულები სავარაუდოდ უფრო მალე იკარგება '' 27.10.2020 15:40

კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო ადამიანები მის საწინააღმდეგო ანტისხეულებს სავარაუდოდ, უფრო მალე კარგავენ. ამის შესახებ იუწყება ბრიტანეთში ჩატარებული კვლევა, რომელიც უდიდესია ამ დრომდე განხორციელებულ ამ სახის კვლევებს შორის.
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯისა და ბაზრის კვლევის კომპანია Ipsos Mori-ს მიერ ჩატარებული კვლევა ასევე მიუთითებს, რომ ანტისხეულების დაკარგვა უფრო ნელა ხდება 18-24 წლის ადამიანებში, ვიდრე 75 წელს ზემოთ პირებში.
საერთო ჯამში, ივნისიდან სექტემბრის ბოლომდე ინგლისში ასობით ათასი ადამიანისგან აღებული ნიმუშების ანალიზმა აჩვენა, რომ ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები მეოთხედზე მეტად დაეცა.
კვლევა, რომელიც ბრიტანეთის მთავრობამ დააფინანსა და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯმა გამოაქვეყნა, ჯერ რეცენზირებული არ არის, მაგრამ მიუთითებს, რომ ადამიანების იმუნური პასუხი COVID-19-ისადმი ინფექციის შემდეგ დროთა განმავლობაში მცირდება.
თუმცა, კვლევის ავტორი მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ამ ვირუსისადმი ადამიანთა გრძელვადიანი იმუნური პასუხის შესახებ ჯერ ბევრი რამ უცნობია.
„უცნობია, რა დონის იმუნურობას უზრუნველყოფს ანტისხეულები ან რამდენ ხანს სძლებს ეს იმუნურობა“, — ამბობს ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მკვლევარი პოლ ელიოტი.
კვლევაში მონაწილეობდა 356 000 შემთხვევით შერჩეული ზრდასრული, რომლებიც სახლში მკურნალობდნენ და კორონავირუსის ანტისხეულების ტესტი მათ 20 ივნისიდან 28 სექტემბრამდე პერიოდში სამჯერ აუღეს.
როგორც შედეგებმა აჩვენა, რომ დაახლოებით სამთვიან პერიოდში ანტისხეულების მქონე ადამიანთა რაოდენობა 26,5 პროცენტით დაეცა.
თუ ეროვნულ დონეზე განვაზოგადებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ინგლისის მოსახლეობაში ანტისხეულების დონე ამ პერიოდში 6-4,4 პროცენტით შემცირდა.
ეს კლება ემთხვევა ინგლისში ვირუსის გავრცელების დრამატულ კლებას რამდენიმეთვიანი საყოველთაო კარანტინის შემდეგ.
თუმცა, კვლევამ დაადგინა ისიც, რომ დროთა განმავლობაში არ შეცვლილა ანტისხეულებზე დადებითი პასუხის მქონე პირთა რაოდენობა სამედიცინო პერსონალში, რაც სავარაუდოდ, ასახავს ვირუსის განმეორებით ან თავდაპირველ ძლიერ ზემოქმედებას.
„ეს ძალიან დიდი კვლევა აჩვენებს, რომ დაფიქსირებადი რაოდენობის ანტისხეულების მქონე ადამიანთა პროპორცია დროთა განმავლობაშ იკლებს. ჯერ არ ვიცით, არიან თუ არა ასეთი პირები COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსით ხელახლა ინფიცირების რისკის წინაშე, მაგრამ აქ გადამწყვეტი ის არის, რომ ყველამ დავიცვათ რეკომენდაციები, 

ავტორ(ებ)ი : Agence France-Presse

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ