დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

გიგა ბოკერია: ეს გაგრძელებაა იმ აბსურდის, რაც ივანიშვილის რეჟიმს ახასიათებს 27.10.2020 15:47

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში, გიგა ბოკერია თეა წულუკიანის განცხადებას ეხმაურება.

 

ბოკერიას თქმით, დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების დემონიზაცია არის ავტორიტარული რეჟიმისთვის და პუტინის რეჟიმისთვის დამახასიათებელი მეთოდი და სწორედ ამას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები 4 დღეში, რათა მთავრობის მხრიდან აღარ არსებობდეს ამგვარი დისკურსი.

 

„ეს არის გაგრძელება ამ ნიაღვრის, აბსურდის, რაც ივანიშვილის რეჟიმს და ავტორიტარულ რეჟიმებს ახასიათებთ, სხვადასხვანაირი სამოქალაქო ჯგუფი არსებობს, ზოგი მათგანი პოლიტიკური შეხედულებების მქონეა, მაგრამ ჩვენ გვყავს ქვეყანაში მრავალწლიანი ტრადიციის სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან აფილირებული არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფთან - იყვნენ კრიტიკულები წინა ხელისუფლების დროს და არიან კრიტიკულები ახლაც. ახლა ხდება მათი დემონიზება ტიპიური ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასითებელი მეთოდებით, პუტინის რეჟიმისთვის დამახასითებელი, ივანიშვილის მხრიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ლეგიტიმურად აკრიტიკებენ ამ მთავრობას სწორი პოზიციებიდან და ამიტომ ხდება მათთვის ამ იარლიყის მიწებება. უნდა განვასხვავოთ - სამართლიანი არჩევნები არ არის პარტიებთან აფილირებული ორგანიზაცია და ამ ტიპის ორგანიზაციების და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები იქნება ბევრი საერთაშორისო მოთამაშისთვის მთავარი კრიტერიუმი და არა თვითონ პარტიები. ეს ყოველთვის ასე იყო და თუ ვნახავთ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ოდირის მიერ გაკეთებულ დასკვნას, იქ აღწერილი ვითარება არის უმძიმესი რამ, ასეთი რთული დასკვნა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს შევარდნაძის დროის შემდეგ არ ჰქონია. ეს არის რეალობა და ამას პირველ რიგში ხედავს ჩვენი ხალხი, ყოველგვარი სადამკვირვებლო მისიების შეფასებების გარეშე. ამიტომ, უნდა მოხდეს ის ცვლილებები 4 დღეში, რაც ჩვენ ქვეყანას სჭირდება და ესეთი დისკურსი მთავრობისგან აღარ უნდა არსებობდეს ჩვენ ქვეყანაში და მათ შორის ესეც შეიცვლება 4 დღეში ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებასთან ერთად“, - განაცხადა ბოკერიამ.

 

შეგახსენებთ, რომ,როგორც თეა წულუკიანი აცხადებს, რეგისტრირებული 129 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 32 პირდაპირ დაკავშირებულია ოპოზიციურ პარტიებთან ან მათთანაა აფილირებული.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ