დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

თურნავა - "პანდემიასთან დაკავშირებით შეზღუდვები სწორ დროს დავაწესეთ'' 27.10.2020 15:51

"პანდემიასთან დაკავშირებით შეზღუდვები სწორ დროს დავაწესეთ და სწორედ ამიტომ ვითარდება ჩვენი ეკონომიკა,"– ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ წალენჯიხაში, გაზიფიცირების პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიების შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, ციფრები მეტყველებს, რომ ეკონომიკა ვითარდება, რაც მთავრობის სწორი გადაწყვეტილებების შედეგია.

 

„ჩვენ დავაწესეთ შეზღუდვები აბსოლუტურად სწორ დროს, ეს იყო პანდემიის დასაწყისი, როდესაც არც არავინ საქართველოში და მსოფლიოში არ იცოდა სწორი რეაგირება პანდემიაზე; არ იყო ჯერ კიდევ ტესტირება იმ დონეზე; არ იყო კარგად ცნობილი მკურნალობის მეთოდოლოგია და ის, თუ როგორ უნდა ემართა მსოფლიოს ვირუსი. იმ დროს თითოეული შემთხვევა იყო გაცილებით დიდი შოკი და დიდი საფრთხე, ვიდრე დღეს 10 შემთხვევაა. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეზღუდვები დავაწესეთ, როდესაც საჭირო იყო, მოვმზადებულიყავით. ამით დავზოგეთ შესაძლებლობები. დღეს სწორედ იმიტომ ვითარდება ჩვენი ეკონომიკა და დაიწყო გაჯანსაღება, რომ ჩვენ პირველი ორი-სამი თვე გავატარეთ ეს მკაცრი შეზღუდვები. სხვა შემთხვევაში, ჩვენ ვერ ვისაუბრებდით ეკონომიკის აღდგენაზე და ეკონომიკის აღდგენა რომ მიმდინარეობს, ამაზე ციფრები მეტყველებს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ