დღე: 28

ღამე: 15

USD 2.7215

EUR 3.2155

თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისგან გადასატანი ყუთის მოთხოვნის მიღებას ცესკო დღეს 18:00-მდე განაგრძობს 27.10.2020 15:30

თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მაღალი აქტივობიდან გამომდინარე, ცესკო-ს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი ზარებს მიიღებს დღეს 18:00 სთ-მდე.-ამის შესახებ აღნიშნულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

„ვინაიდან ფიქსირდება თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მაღალი აქტივობა, ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი ზარებს, გადასატანი ყუთის მოთხოვნით, მიიღებს 27 ოქტომბრის 18:00 სთ-მდე. დარეკეთ ტელეფონის ნომერზე 2 51 00 51 (0).

 

შეგახსენებთ, რომ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრისთვის მომართვისა და ოფიციალური მოთხოვნის დაფიქსირების შემთხვევაში, გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობას შეძლებენ თვითიზოლაციაში მყოფი ის ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში“, – განაცხადეს ცესკო-ში.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ