დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

საქართველოში სამედიცინო პერსონალის ინფიცირების სერთო რაოდენობა 1678-ს შეადგენს 27.10.2020 16:41

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 90 სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა და მათი ჯამური რაოდენობა 1678-ს შეადგენს.

 

როგორც გამყრელიძემ განაცხადა ინფიცირების მაჩვენებელი სამედიცინო პერსონალში მზარდია. 

 

„სამწუხაროდ, საკმაოდ ინტენსიურად ინფიცირდება ჩვენი კოლეგა სამედიცინო პერსონალი, ასეთი დღეის დილისთვის გვყავდა 90. ჩვენ სამედიცინო პერსონალი ყველაზე მოწყვლადი ფენა ვართ მოსახლეობის და ამიტომ, ინფიცირების მაჩვენებელი მზარდია სამედიცინო პერსონალში. ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი და ყველგან ასეა. როდესაც გაზაფხულზე შემთხვევათა რაოდენობა შედარებით ცოტა იყო, გვყავდა 140-მდე სამედიცნო პერსონალი ინფიცირებული, რომელიც საერთო ინფიცრებულთა 12-13%-ს შორის მერყეობდა, დღეისთვის ჩვენ გვყავს 1678 სამედიცინო პერსონალი ინფიცირებული რაც შეადგენს საერთო ინფიცირებულთა 5.2%-ს.

დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენი კოლეგები ინფიცირდებიან არა მარტო სამუშაო პირობებში, არამედ ოჯახურ პირობებშიც, როდესაც გვაქვს ინტენსიური შიდა გავრცელება ქვეყანაში ინფექციის’’, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ