17:18 27.10.2020
ასტრინ ლინგრენის პრემიაზე საქართველომ ხუთი ნომინანტი წარადგინა

შვედი მწერლის ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემიაზე 2021 წლისთვის ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულმა საპარლამენტო ბიბლიოთეკამ ხუთი ნომინანტი წარადგინა.

 

ნომინანტების ვინაობა პრემიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

 

ესენი არიან საბავშვო ავტორები ირმა მალაციძე, ბონდო მაცაბერიძე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ალექსანდრე ოქროპირიძის ხელოვნების სკოლა, მარიამ წიკლაური, თეა თოფურია.

 

პრესტიჟულ პრემიაზე 69 ქვეყნის 263 მონაწილეა წარდგენილი.

 

ასტრიდ ლინდგრენის ხსოვნის პრემია (Astrid Lindgren Memorial Award)  შვედეთის მთავრობამ 2002 წელს დააწესა. პრემია გაიცემა ყოველ წელს არა მხოლოდ საბავშვო ლიტერატურის სფეროში მიღწევებისთვის, არამედ ასევე კითხვის პროპაგანდის საქმიანობისთვის.

 

საპრიზო ფონდი 5 მილიონ შვედურ კრონს (ნახევარ მილიონ აშშ დოლარზე მეტს) შეადგენს.

 

ლაურეატებს 2021 წლის 13 აპრილს დაასახელებენ.




ავტორ(ებ)ი : geotime.ge