დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

გახარია - ..ერთი წვეთი სისხლი არ უნდა დაღვრილიყო'' 27.10.2020 17:58

შსს-ს ჰქონდა კონკრეტული დავალება, რომ წვეთი სისხლი არ უნდა დაღვრილიყო და მან ეს დავალება პირნათლად შეასრულა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

 

"ჩვენი ჯარისკაცები და პოლიციელები იცავენ მშვიდობას ქვეყანაში, თითოეული ჩვენგანისა და ჩვენი შვილების უსაფრთხოებას. როდესაც საარჩევნო კონტექსტიდან გამომდინარე ზოგიერთი ტელევიზია, პოლიტიკოსი ცდილობს, დააკონვერტიროს პოლიტიკურ შედეგებში ის პრობლემები, რომელიც მიმდინარე პროცესთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, არის ამორალური. საქართველოში დღეის მდგომარეობით, როდესაც ამბობთ, რომ ყოველდღეა ყაჩაღობები, ეს არის ტყუილი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს პოლიციამ მიიღეს კონკრეტული დავალება, რომ ზუგდიდში სპეცოპერაციის დროს წვეთი სისხლი არ უნდა დაღვრილიყო, ეს იყო ის დავალება, რომელიც მათ უნდა შეესრულებინათ და ეს შეასრულეს. ახლა რაც შეეხება მეორე ნაწილს. ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ წარმატებით დასრულდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ