დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

გიორგი გახარია არჩევნებამდე „საკმაოდ ტოქსიკურ ოთხი დღეს“ პროგნოზირებს 27.10.2020 18:35

ბევრი შეხვედრა მქონდა ორი თვის განმავლობაში, არ მჭირდება კვლევები, ვგრძნობ, ქართული ოცნების მხარდაჭერა არის ბევრად უფრო მეტი, ამას ჩვენ არჩევნებზე ვნახავთ, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

ამას ჩვენი ოპონენტებიც გრძნობენ და აქედან არის ეს ისტერიკა და ჟივილ-ხივილი, რასთან შეგუებაც სამწუხაროდ, მოგვიწევს ოთხი დღის განმავლობაში. საკმაოდ ტოქსიკური ოთხი დღე გველოდება. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მხარდამჭერებს, წყნარად, მშვიდად, რაც მთავარია, სამართლიანობისა და ღირსების უმაღლესი სტანდარტით უნდა მივიდეთ, დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება არა მხოლოდ ქართული ოცნების დამაჯერებელი გამარჯვება, ეს იქნება საქართველოს გამარჯვება, რადგან ეს იქნება ქართული დემოკრატიის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მოსყიდვა, დაშინება და კიდევ ბევრი ტრაფარეტული სიტყვა, ერთი და იგივე მეორდებავერც ერთ დამადასტურებელ ფაქტს ვერ მოიყვანთ.

ასეთი დამადასტურებელი ფაქტი თუ იქნება, საარჩევნო კამპანიაში არსებობს სპეციალური მექანიზმები, რომ მოხდეს მისი გასაჩივრება. არსებობს უწყებათაშორისი კომისია, ეს საარჩევნო კამპანია არის უკიდურესად ღია, უკიდურესად გამჭირვალე. ამიტომ, არანაირი პრობლემა, არანაირი რისკი არ არსებობს, რომ მსგავსი ქმედებებით ვინმეს შეეძლება, რეალური ზემოქმედება იქონიოს არჩევნებზე. სამაგიეროდ, არსებობს უფრო შეფარული მექანიზმები, რომელიც დღეს ქალბატონი თეა წულუკიანის ბრიფინგზე მოვისმინეთ. იმასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, ეს ხომ ყველას საერთო არჩევნებია.

ერთი რამ უნდა გვესმოდეს, არჩევნების დემოკრატიულად, ღიად და ტრანსპარენტულად ჩატარება ჩვენი ყველას ვალდებულებაა. არა მხოლოდ მთავრობის, მოქალაქეების, ოპოზიციის, პარტიების, ყველასი და და ეს იქნება საერთო გამარჯვება და საერთო გამარჯვება, არა რომელიმე პარტიის და ოცნების, ქვეყნის. ამიტომ, ამ ამბავშიც, ამ თემაშიც და ამ საკითხშიც ჩვენ უნდა ვიყოთ მოკავშირეები, განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ