დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

„ფიზიკური ან შეიარაღებული ძალის გამოყენება“ - არაკონსტიტუციური კითხვარი „ევროპული საქართველოს“ დაკვეთით 27.10.2020 20:50

„ევროპული საქართველოს“ დაკვეთით, კომპანია Ipm-ი და მისი დამფუძნებელი გოჩა ცქიტიშვილი წინასაარჩევნო კვლევას ატარებს. მიმდინარე კვლევის შესახებ „იმედს“ წყარო უყვება. მოქალაქე, რომელმაც ანონიმად დარჩენა ითხოვა, სამართლებრივ რეაგირებას ელის. გამოკითხვაში ერთ-ერთი კითხვა ასეთია: რა ზომას მიმართავთ, თუ არჩევნები გაყალბდა? სავარაუდო პასუხებია: ქუჩის აქციები, სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირება, ფიზიკური ან შეიარაღებული ძალის გამოყენება... თეა წულუკიანის განცხადებით, ამგვარი კვლევებით პარტიები ამოწმებენ, რამდენად დათანხმება ხალხი იარაღთან ურთიერთობას, თუ ეს მათ დაჭირდათ. გოჩა ცქიტიშვილი განმართავს, რომ ის დიდი ხანია პარტიებთან არ თანამშრომლობს და თუ ვინმე ირიბად იყენებს მის კომპანიას, ამის გასარკვევად მას არც სურვილი აქვს და არც შესაძლებლობა.

 

კითხვარი ექსპერტებმაც ნახეს და დაადასტურეს, რომ ის არაკონსტიტუციურია, რადგან ამომრჩეველს სხვადასხვა ძალადობრივ ქმედებას შორის არჩევანს სთავაზობს. თუ აქამდე ამოცანა მმართველი გუნდის რეიტინგის ხელოვნურად შემცირება იყო, ახლა ამოცანა - გაყალბების განწყობის წინასწარ შექმნაა.

 

 

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ