დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

ვის რამდენი მანდატი უჭირავს ხელში - როგორ გადანაწილდება „პროპორციული მანდატები“ 28.10.2020 00:40

31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტის 120 წევრი პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა. ეს უპირობოდ მნიშვნელოვანი არჩევნებია როგორც ცალკეული პოლიტიკური სუბიექტებისთვის, ასევე ქვეყნისთვის. შესაბამისად, დიდია ინტერესი ყველა იმ წინასწარი კვლევის მიმართ, რომელიც ამა თუ იმ კომპანიის დაკვეთით ტარდება და 2020-ის არჩევნების ფინალის შესახებ გარკვეულ პროგნოზს იძლევა.

ერთ-ერთი ასეთი უახლესი კვლევაა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს მიერ, 26 ოქტომბერს გამოქვეყნებული „Survation“-ის კვლევის შედეგები, რომელშიც მონაცემები ასე გადანაწილდა:

 

  • „ქართული ოცნება“ – 55%;
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 22 %;
  • „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 5%;
  • „ლელო“ – 4%;
  • „ევროპული საქართველო“ – 4%;
  • „პატრიოტთა ალიანსი“ – 3%;
  • „გირჩი“ – 2%;
  • „ლეიბორისტული პარტია“  -2%;
  • სხვა პარტიებს ხმას აძლევს – გამოკითხულთა 3%;

 

“Survation” ამ კვლების მიხედვით, პარტიები შემდეგი რაოდენობის მანდატების მოპოვებას შეძლებენ:

  • „ქართული ოცნება“ – 68 მანდატი,
  • „ნაციონალური მოძრაობა“ – 26;
  • „ევროპული საქართველო“ – 5;
  • გიორგი ვაშაძე – „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 6;
  • „პატრიოტთა ალიანსი“ – 3 ან 4;
  • „ლელო“ – 5;
  • „ლეიბორისტული პარტია“ – 3;
  • „გირჩი“ – 2;
  • „ლეიბორისტული პარტია“ – 2%;
  • სხვა პარტიები – თუ რომელიმე პარტიამ მიიღო 1%, მიიღებს 1 მანდატს, თუ 1%-ზე ნაკლები – ვერც ერთს. 

 


წყარო: პრაიმ ტაიმი

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ