დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ჯანმო: ერთ კვირაში მსოფლიოში კორონავირუსის 2.8 მილიონი ახალი შემთხვევა გამოვლინდა 28.10.2020 10:11

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ერთი კვირის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსის 2.8 მილიონი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათივე ცნობით, ეს რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. 19 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით, მსოფლიოში კორონავირუსის 2 884 604 შემთხვევა დადასტურდა, 39 712 ადამიანი კი გარდაიცვალა.


25 ოქტომბრის მონაცემებით,  მსოფლიოში საერთო ჯამში, კორონავირუსის 42 მილიონი შემთხვევა იყო გამოვლენილი, დაღუპულთა რაოდენობა კი 1.1 მილიონს აღწევდა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს  გამოაცხადა.  

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ