დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში 68 594 113 ადამიანმა უკვე მიიღო მონაწილეობა 28.10.2020 10:49

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში 68 594 113 ადამიანმა უკვე მიიღო მონაწილეობა და წინასწარ გააკეთა არჩევანი. მონაცემები United States Elections Project-ის პორტალზეა გამოქვეყნებული.

 

პირველ ადგილზეა ტეხასი, სადაც ხმა უკვე 7 802 505 ადამიანმა მისცა, მას მოჰყვება კალიფორნია (7 402 302), ფლორიდა (6 427 773) და ჩრდილოეთ კაროლინა (3 411 850). მილიონს გადააჭარბა წინასწარ ამომრჩეველთა აქტივობამ 16 შტატში. მათ შორის არის ჯორჯიას, ვირჯინიის, ოჰაიოს, პენსილვანიის, ნიუ-ჯერსის, ვაშინგტონის, მასაჩუსეტსის, ილიონისისას და ნიუ-იორკის შტატებში.

 

აშშ-ში საყოველთაო არჩევნები 3 ნოემბერს იმართება, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტს, წარმომადგენელთა პალატის 435 წევრს, კონგრესის სენატის მესამედსა და 13 შტატის გუბერნატორებს აირჩევენ.   

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ