დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

აზერბაიჯანი სომხეთს საარტილერიო ცეცხლის გახსნაში სდებს ბრალს, სომხეთი კი ბაქოს კასეტური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს 28.10.2020 10:50

 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ტერტერის რაიონის მიმართულებით საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. მათივე ცნობით, სომხურმა მხარე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია და  ღამის განმავლობაშიც აზერაიჯანული პოზიციების მიმართულებით ცეცხლი არაერთხელ გახსნა.


აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, მათ საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს მოწინააღმდეგეს, რის შედეგადაც სომხეთმა  ცოცხალი ძალ და ტექნიკის მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა.


სომხეთი კი აზერბაიჯანის არმიას მარტუნისა და ასკეანის რაიონების დასახლებების დაბომბვაში ადანაშაულებს. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაჯანი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ კასეტურ იარაღს იყენებს.


მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს დაიწყო.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ