დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

საქართველოში კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 28.10.2020 11:02

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 33858-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

 

გამოჯანმრთელდა კიდევ 2197 პაციენტი და საერთო რაოდენობა 14829-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3507 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4022 ადამიანი გადის. ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2344 -ს შეადგენს.

 

ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 15 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 253-ს შეადგენს.

 

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ