ფრანგულმა ყოველკვირეულმა სატირულმა ჟურნალმა Charlie Hebdo–მ თავის პირველ გვერდზე თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის კარიკატურა გამოაქვეყნა.
ახალ კარიკატურაზე პრეზიდენტი ნახევრად შიშველი ზის სავარძელში, მარცხენა ხელით მის წინ მდგომ ქალს კაბას უწევს და ამბობს: „ო! აი წინასწარმეტყველიც!“
აღსანიშნავია, რომჟურნალი დღეს გამოდის გაყიდვაში, თუმცა რედაქციამ მისი სატიტულო ფურცელი გუშინ განათავსა Twitter–აკაუნტზე.
თურქეთის ლიდერის ადმინისტრაციამ დაგმო პრეზიდენტის კარიკატურის პუბლიკაცია და ეს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ანტიმუსლიმური პროგრამის ნაყოფად შეაფასა.
„ჩვენ ვგმობთ რასიზმისა და სიძულვილის გავრცელების ამ ამაზრზენ მცდელობას. ეგრეთ წოდებული კარიკატურები ამაზრზენია და მოკლებულია წესიერების გრძნობას. ეს აშკარად არის ქსენოფობიური, ისლამოფობიური და შეუწყნარებელი კულტურული გარემოს პროდუქტი, რომელსაც საფრანგეთის ხელმძღვანელობა საკუთარი ქვეყნისთვის ისურვებდა“, — დაწერა Twitter–ზე თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ: პარიზსა და ანკარას შორის ურთიერთობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც ერდოღანმა მაკრონი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია, ეჭვი შეიტანა რა საფრანგეთის ლიდერის ფსიქიკურ ჯანმრთელობაში. ამასთან დაკავშირებით საფერანგეთმა თურქეთიდან თავისი ელჩი გაიწვია და ევროკავშირს ანკარის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოსთხოვა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge