დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

"ორშაბათიდან სამედიცინო რეზერვი, უფროსკურსელთა ბაზა უკვე მზად იქნება"-მიხეილ ჩხენკელი 28.10.2020 11:37

 

განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ორშაბათიდან სამედიცინო რეზერვი, სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელთა ბაზა უკვე მზად იქნება. ეს განცხადება მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.


უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, შევხვდი სამედიცინო უნივერსიტეტების რექტორებსა და სამედიცინო ფაკულტეტების დეკანებს და დავიწყეთ უფროსკურსელების მიერ სწრაფი კურსის გავლის პროგარამა, რათა ისინი მზად იყვნენ საჭიროების შემთხვევაში დაეხმარონ ჩვენს ექიმებს ეპიდვითარების მართვაში.


შესაბამისად, ორშაბათიდან სამედიცინო რეზერვი, უფროსკურსელთა ბაზა უკვე მზად იქნება. ეს იქნება მოკლე, სწრაფი კურსი, რომელშიც შედის როგორც ქოლცენტრში მუშაობა, ასევე კოვიდ-სასტუმროში ან საკარანტინო სივრცეში მუშაობა. ცხადია, უფროსკურსელი სტუდენტები არ ანაცვლებენ ექიმს, ისინი უბრალოდ ეხმარებიან მას. ეს მნიშვნელოვანია მათი ცოდნისთვისაც, და თუ ექიმებს დახმარება დასჭირდათ, დარწმუნებული ვარ, უფროსკურსელები ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ