დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდსასტუმროებში ექიმებმა თრომბოემბოლიაზე პაციენტის რისკი უნდა შეაფასონ 28.10.2020 12:10

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდსასტუმროებში მყოფმა ექიმების ჯგუფმა უნდა შეაფასოს თრომბოემბოლიასთან დაკავშირებით პაციენტის რისკი და თუ საჭირო იქნება, D-დიმერის ანალიზი ჩატარდეს.

 

როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს ანალიზი სახელმწიფოს მიერ უნდა დაფინანსდეს.

 

„ყველა სასტუმროს ჰყავს საექიმო ჯგუფი, რომელმაც უნდა შეაფასოს თითოეული იქ მყოფის რისკი, არსებობს ამის კითხვარი და ექიმებს ამის გამოცდილება აქვთ. თუ საჭიროა, რა თქმა უნდა, გამოკვლევა უნდა ჩატარდეს და შესაბამისად, ეს უნდა დაფინანსდეს სახელმწიფოს მიერ“,- განაცხადა გამყრელიძემ.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ