დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა ევროკავშირის ქვეყნებს COVID-19-ის ტესტირების სისტემა გააერთიანება შესთავაზა 28.10.2020 13:18

ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა, ჩარლზ მიშელმა ევროკავშირის ქვეყნებს შესთავაზა COVID-19-ის ტესტირების სისტემა გააერთიანონ. კერძოდ, გამოიყენონ სწრაფი ტესტები ვირუსის მატარებლების იდენტიფიცირებისა და იზოლირებისთვის.

"ამჟამად მკვლევარები ავითარებენ სწრაფ ტესტებს, კერძოდ ნერწყვის ანალიზს, რომელიც დაეხმარება ხელისუფლებას უფრო სწრაფად გამოავლინონ ინფიცირებული", - განაცხადა ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა.

 

მისი თქმით, ევროკავშირის საზღვრების დახურვა ევროპაში კორონავირუსის მეორე ტალღას ვერ დაეხმარება.

"ჩვენ ვირუსის მეორე ძლიერი ტალღის წინაშე ვდგავართ, ხოლო თავად ვირუსის შესახებ ყველაფერი ცნობილი არ არის და საიდუმლოებები რჩება", - დასძინა მან.

 

ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა განმარტა, რომ ზოგიერთი ევროპის ქვეყანა საზღვრების ჩაკეტვას კვლავ გეგმავს, თუმცა მან ისაუბრა, რომ საზღვრის ჩაკეტვას სერიოზული ეკონომიკური, სოციალური და ფსიქოლოგიური პრობლემა მოჰყვება. ამიტომ მან ქვეყნებს სწრაფი ტესტების გამოყენებისკენ მოუწოდა.

მიშელმა ასევე აღნიშნა, რომ ბევრი ევროპელი ლიდერი თანხმდება იმაზე, რომ პანევროპული ტესტირების სისტემა შეიძლება უფრო ეფექტური იყოს, ვიდრე ეროვნული.

 

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ ხუთშაბათს ევროპის ლიდერების ვიდეო კონფერენციაზე COVID-19-ის ტესტების გაერთიანების და ასევე სამომავლო ვაქცინაციის საკითხების განხილვა იგეგმება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ