დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა ,,ჯანმო''-ში გადაკვალიფიცირებას გაივლის 28.10.2020 13:30

პირდაპირი ინვესტირების რუსულმა ფონდმა განაცხადები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასპუტნიკ V"-ის რეგისტრაციისა და გადაკვალიფიცირების დაჩქარებული პროცედურისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში შეიტანა, იუწყება РИА Новости.

 

როგორც ფონდის განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ჯანმოს კორონავირუსის საწინააღმდეგო საკუთარი ვაქცინის გადაკვალიფიცირებისთვის მიმართა.

 

რუსეთმა პირველმა მსოფლიოში დაარეგისტრირა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასპუტნიკ V", რომელიც ადამიანის ადენოვირუსული ვექტორების უსაფრთხო, ეფექტურ და კარგად შესწავლილ პლატფორმაზე შეიქმნა... მადლობას ვუხდით ჯანმოს აქტიური თანამშრომლობისთვის და გადაკვალიფიცირების პროცესის ყველა ძირითადი ეტაპის წარმატებული გავლის იმედს ვიტოვებთ“, - განაცხადა ფონდის ხელმძღვანელმა კირილ დმიტრიევმა.

 

გადაკვალიფიცირების პროგრამა - სამკურნალო საშუალებათა ხარისხის უზრუნველყოფის ერთადერთი გლობალური პროგრამაა. მის კოორდინირებას ახდენს ჯანმო,

 

თუ, ვაქცინა წარმატებით გაივლის გადაკვალიფიცირებას, ის შევა სამკურნალო პრეპარატების ჩამონათვალში, რომელსაც საერთაშორისო შემსყიდველი ორგანიზაციები და ქვეყნები სამკურნალო საშუალებების მასობრივი შესყიდვების მართვის პროცესში იყენებენ.

 

ავტორ(ებ)ი : РИА Новости

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ