დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ინფორმაციით, აზერბაიჯანის თავდასხმებს კიდევ 59 სამხედრო ემსხვერპლა 28.10.2020 14:06

აზერბაიჯანის თავდასხმებს კიდევ 59 სამხედროს სიცოცხლე შეეწირა, - შესაბამის მონაცემებს მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკა ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, 27 სექტემბრიდან დღემდე დაღუპული სამხედროების საერთო რაოდენობა 1068-მდე გაიზარდა.

 

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაცია 27 სექტემბერს მოხდა. მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას სამჯერ მიაღწიეს, თუმცა სიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება. ბაქო და ერევანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ