დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ვახტანგ ძაბირაძე: საზოგადოებაში წინასაარჩევნო განწყობა არ არის 28.10.2020 14:11

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნოდ ვითარება არ დაიძაბება.

 

როგორც ვახტ​ანგ ძაბირაძემ „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში განაცხადა, მოსახლეობაში დიდი მღელვარება არ შეინიშნება, მიუხედავად იმისა, რომ ორ დღეში არჩევნებია.

 

„არაერთი ვითარება გვინახავს ამ ქვეყანაში წინასაარჩევნოდ. დღესაც კი არ იგრძნობა ქუჩაში და მოსახლეობაში,  ის,  რომ ორ დღეში არჩევნებია. მედიასაშუალებებს თუ გვერდზე გადავდებთ, ქუჩაში, თუ პლაკატებს გვერდს აარიდებ და შემთხვევით გამვლელს დაელაპარაკები, ნახავთ რომ არანაირი მოლოდინები არ აქვთ. საზოგადოებაში წინასაარჩევნო განწყობა არ არის. არ ველოდები, რომ პროტესტის დიდი ტალღა აგორდება. შესაძლოა მცირე ინციდენტები იყოს, რუსთაველზე მიტინგებიც გაიმართოს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ გამოსვლებს საზოგადოების ფართო მხარდაჭერა არ ექნება .

დღეს, ადამიანებს იმდენად დაძაბულ გარემოში უწევთ ცხოვრება, რომ კიდევ ახალი არასტაბილური გარემოს მოთხოვნა არ აქვთ. ძლიერი საპროტესტო ტალღის აგორებას არ ველოდები,“- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ